14:28 | 27 მაისი, 2026
ირანის რეჟიმის აღსასრული? - რუკა და ტერიტორია (S2) EP6
პოდკასტ „რუკა და ტერიტორიის“ მეექვსე ეპიზოდში გადაცემის სტუმარი, ისტორიკოსი ბექა კობახიძე, ირანში მიმდინარე აშშ-ისრაელის ერთობლივ სამხედრო ოპერაციას და მის გეოპოლიტიკურ შედეგებს განიხილავს.
ეპიზოდში დეტალურად არის გაანალიზებული სამხედრო კამპანიის მთავარი მიზნები, აშშ-ისა და ისრაელისთვის სასურველი სამი ძირითადი სცენარი და ის, თუ რამდენად რეალურია ისლამურ რესპუბლიკაში არსებული რეჟიმის შეცვლა ან მისი შიდა ტრანსფორმაცია. საუბარი ეხება პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანის რეალური გავლენის სიმწირეს, რეჟიმის შესაძლო ალტერნატივებს რეზა ფეჰლევის თუ სისტემის შიდა ფიგურების სახით, და იმ საზოგადოებრივ განწყობებს, რომლებიც მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან.
ისტორიული პარალელების კონტექსტში განხილულია ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ სახელმწიფოდ ქცევა, კლინტონის ადმინისტრაციის შეცდომები და გამდიდრებული ურანი, როგორც ერთგვარი გამარჯვების სიმბოლო.
გადაცემის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა რეგიონულ უსაფრთხოებას, კერძოდ ირანის თავდასხმას აზერბაიჯანზე, პრეზიდენტ ალიევის საპასუხო ნაბიჯებს, სომხეთის 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებს და კავკასიაში მშვიდობის დამყარების პერსპექტივებს.