ვიდეო

14:44 | 27 მაისი, 2026

ჯეი დი ვენსის ისტორიული ვიზიტი და შეცვლილი ძალთა ბალანსი კავკასიაში - რუკა და ტერიტორია (S2) EP3

პოდკასტ „რუკა და ტერიტორიის“ ამ ეპიზოდში განხილულია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის უპრეცედენტო ვიზიტი სომხეთსა და აზერბაიჯანში, რაც რეგიონში ძალთა ბალანსის სერიოზულ ცვლილებაზე მიანიშნებს. გადაცემაში გაანალიზებულია სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მიმდინარე მდგომარეობა, ამერიკასთან გაფორმებული ახალი შეთანხმებები და თურქეთის როლი რეგიონული პროცესების დარეგულირებაში.

საუბარი ასევე ეხება სომხეთის შიდაპოლიტიკურ დინამიკას მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე და მოსკოვის რეაქციას ვენსის ვიზიტზე. პოდკასტის წამყვანები მსჯელობენ, თუ რამდენად ახერხებს ვაშინგტონი რუსეთის ინტერესების შეზღუდვას სამხრეთ კავკასიაში და როგორ ცდილობენ მეზობელი ქვეყნები გლობალური მოთამაშეების ინტერესების დაბალანსებას.

ეპიზოდის დასკვნითი ნაწილი ეთმობა შეცვლილი რეალობის ფონზე იზოლაციაში მოქცეულ საქართველოს.


ასევე ნახე