15:04 | 07 აგვისტო, 2026 — ინტერვიუ
"კონკურენტულ ავტორიტარიზმს ვადარებ ჩვენს მმართველობით სისტემას" - ნიკოლოზ ხატიაშვილთან ინტერვიუ
ამ ეპიზოდში პარტია „ჯერ საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრსა და საგარეო პოლიტიკის მკვლევარს, ნიკოლოზ ხატიაშვილს ვესაუბრეთ. ინტერვიუში განვიხილავთ მმართველობის სისტემას, ოპოზიციური პარტიების სტრატეგიასა და პოლარიზაციის დაძლევის გზებს. სტუმარი ასევე აფასებს სამოქალაქო ნაციონალიზმის მნიშვნელობას, რუსეთთან ურთიერთობის წითელ ხაზებსა და ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის პერსპექტივებს.