14:23 | 27 მაისი, 2026
ლარიჯანის ლიკვიდაცია და ბრძოლა ჰორმუზის სრუტისთვის - რუკა და ტერიტორია (S2) EP7
პოდკასტ „რუკა და ტერიტორიის“ მეშვიდე ეპიზოდში „რეალპოლიტიკას“ აღმასრულებელი რედაქტორი აკა ზარქუა და ანალიტიკოსი გიორგი ლოლაძე ირანში მიმდინარე მწვავე კონფლიქტსა და მის გარშემო არსებულ გეოპოლიტიკურ პროცესებს განიხილავენ.
პოდკასტში საუბარია, თუ რატომ ვერ გადაიზარდა მოპოვებული ოპერატიული უპირატესობა სტრატეგიულ წარმატებაში და რატომ არ გამოვიდა ირანელი ხალხი ქუჩაში ომის პირველივე დღეს. ექსპერტები დეტალურად აანალიზებენ ამერიკის შეერთებული შტატების გლობალურ ხედვას, რომელიც რეგიონულ კონფლიქტს ისრაელისგან სრულიად განსხვავებულ კონტექსტში უყურებს, და სვამენ კითხვას, არის თუ არა ისრაელი ამ ომის ერთადერთი რეალური გამარჯვებული.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მსოფლიო ეკონომიკისა და ენერგომომარაგებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ჰორმუზის სრუტეს და ირანის დღევანდელ მმართველობით სისტემას წამყვანი ლიდერების, მათ შორის ალი ლარიჯანის, ლიკვიდაციის შემდეგ.
პოდკასტის დასკვნით ნაწილში კი მსჯელობენ ალი ხამენეის ფატვაზე, ირანის ბირთვული პროგრამის ამჟამინდელ მდგომარეობაზე და იმაზე, თუ რამდენად დააჩქარებს უმაღლესი ლიდერის სიკვდილი ქვეყნის სურვილს, შექმნას საკუთარი ბირთვული იარაღი.