ვიდეო

14:39 | 27 მაისი, 2026

მთავარი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან - რუკა და ტერიტორია (S2) EP4

პოდკასტ „რუკა და ტერიტორიის“ ამ ეპიზოდში „რეალპოლიტიკას“ მთავარი რედაქტორი ზაზა აბაშიძე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან მიღებულ პერსონალურ შთაბეჭდილებებსა და უმნიშვნელოვანეს გზავნილებზე საუბრობს.


პოდკასტში დეტალურად არის განხილული აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს გამოსვლა, მისი სიტყვის შინაარსი და ის, თუ როგორ აღიქვეს ეს ყველაფერი კონფერენციის მონაწილეებმა, რაც გარკვეულწილად ჯეი დი ვენსის შარშანდელი გამოსვლის გამოძახილიც იყო.


საუბარია ევროპელი ლიდერების მკვეთრ რეაქციას, ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვასა და რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ამერიკისა და ევროპის განსხვავებულ პოზიციებზე, რაც ჩრდილო-ატლანტიკურ ურთიერთობებში არსებულ კრიზისზე მიანიშნებს.


ზაზა აბაშიძე ასევე მიმოიხილავს რუბიოს ვიზიტს სლოვაკეთსა და უნგრეთში, სხვა ამერიკელი პოლიტიკოსების აქტივობას და გევინ ნიუსომის გამოჩენას, რომელიც ევროპელებისთვის ახალ იმედად იქცა, რის გამოც მისი საპრეზიდენტო შანსებიც არის შეფასებული.


ეპიზოდში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამხრეთ კავკასიის რეგიონს და კონკრეტულად საქართველოს ადგილსა და გამოწვევებს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის კონტექსტში.


ასევე ნახე