ვიდეო

13:14 | 14 ივნისი, 2026 — სომხეთი

რას შეცვლის სომხეთის არჩევნების შედეგები კავკასიაში? - რუკა და ტერიტორია (S2) EP16

"რუკა და ტერიტორიას" მე-16 ეპიზოდში პოდკასტის წამყვანი გიორგი ლოლაძე და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი სომხეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგებსა და რეგიონული პოლიტიკის მთავარ გამოწვევებს განიხილავენ.

სტუმრები მსჯელობენ ნიკოლ ფაშინიანის გამარჯვების მიზეზებზე, რუსეთის შესაძლო გავლენაზე საარჩევნო პროცესში და იმ განსხვავებებზე, რომლებიც სომხეთის მოქმედ და წინა ხელისუფლებებს შორის არსებობს. ეპიზოდის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა მთიანი ყარაბაღის საკითხს და მის მნიშვნელობას სომხური საზოგადოებისთვის. ასევე განხილულია აზერბაიჯანის მოთხოვნა სომხეთის კონსტიტუციის ცვლილების შესახებ, მიმდინარე სამშვიდობო პროცესი, სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების პერსპექტივები და TRIPP-ის სატრანსპორტო პროექტის შესახებ მიმდინარე დებატები.

საუბრის დასასრულს სტუმრები აფასებენ, რა პოლიტიკური გაკვეთილები შეიძლება მიიღონ ქართველმა პოლიტიკოსებმა ფაშინიანის გამოცდილებიდან და როგორ აისახება სომხეთში მიმდინარე პროცესები სამხრეთ კავკასიის მომავალზე.  

price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე