14:34 | 27 მაისი, 2026
რატომ ვერ გაიმარჯვა რუსეთმა უკრაინაში? - რუკა და ტერიტორია (S2) EP5
პოდკასტ „რუკა და ტერიტორიის“ ამ ეპიზოდში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან ოთხი წლის თავს ინიციატივა „ჯერ საქართველოს“ წევრთან, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძესთან ერთად აჯამებენ.
ინტერვიუში დეტალურად არის განხილული, თუ როგორ გადარჩა კიევი ომის საწყის ეტაპზე, რა უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა და თამაშობს დასავლეთის სამხედრო თუ ფინანსური მხარდაჭერა უკრაინის წინააღმდეგობის პროცესში და რეალურად გადაიზარდა თუ არა ეს კონფლიქტი ორმხრივი გამოფიტვის ომში.
გენერალ-მაიორი სამხედრო თვალსაზრისით აანალიზებს ფრონტზე არსებულ მიმდინარე ვითარებას, საუბრობს იმ მთავარ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც მხარეები დგანან და მკითხველს უზიარებს პროფესიულ ხედვას იმის შესახებ, თუ რა ეტაპზეა ახლა საბრძოლო მოქმედებები და რა მიმართულებით შეიძლება განვითარდეს პროცესები მომავალში.