15:27 | 28 მაისი, 2026
როგორ მართავს ერდოღანი თურქეთს? - რუკა და ტერიტორია (S2) EP15
პოდკასტ „რუკა და ტერიტორიის“ მეთხუთმეტე ეპიზოდში ანალიტიკოსი გიორგი ლოლაძე და თურქოლოგი სანდრო ბაკურაძე თურქეთის მთავარი ოპოზიციური, სახალხო-რესპუბლიკური პარტიის წინააღმდეგ დაწყებულ რეპრესიებს განიხილავენ. გადაცემაში დეტალურად არის შეფასებული ქვეყანაში მზარდი ავტორიტარული ტენდენციები და ადგილობრივ ხელისუფლებაზე კონტროლის მოპოვების განსაკუთრებული პოლიტიკური მნიშვნელობა.
საუბარი ასევე ეხება პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის რეიტინგის ვარდნას და იმ მიზეზებს, რის გამოც იგი ტრადიციულ ისლამისტურ ამომრჩეველს კარგავს. ისინი მიმოიხილავენ დღევანდელი ოპოზიციის ლიდერების პროფილებს და ერდოღანთან ქემალ ქილიჩდაროღლუს წარსული კოლაბორაციის ისტორიას.
ბოლოს, ავტორები პარალელებს ავლებენ რეგიონულ კონტექსტში და ერთმანეთს თურქეთსა და საქართველოში ჩატარებული არჩევნების სპეციფიკას ადარებენ.