15:23 | 27 მაისი, 2026
სის წმენდები არმიაში და ჩინეთის გაუჩინარებული გენერლები - რუკა და ტერიტორია (S2) EP2
პოდკასტ „რუკა და ტერიტორიის“ ამ ეპიზოდში სი ძინფინგის მიერ ძალაუფლების კონსოლიდაცია და ჩინეთის სახალხო-გამათავისუფლებელ არმიაში მიმდინარე მასშტაბური ანტიკორუფციული კამპანიაა განხილული. პოდკასტის წამყვანები დეტალურად მიმოიხილავენ ჩინელი გენერლების გაუჩინარების საიდუმლო შემთხვევებს და სი ძინფინგის მთავარი მოკავშირის, გენერალ ჭანგ იოუსიას როლს ამ პროცესებში.
გადაცემაში გაანალიზებულია, თუ რა გავლენა იქონია მკაცრმა საკადრო წმენდებმა ცენტრალურ სამხედრო კომისიაზე და როგორ აფასებს შექმნილ ვითარებას ამერიკის პენტაგონი. საუბარი ასევე ეხება სი ძინფინგის პოლიტიკურ სტრატეგიას.
ეპიზოდის დასკვნითი ნაწილი ეთმობა ჩინეთის საგარეო პოლიტიკას, ამერიკასთან სავაჭრო ომს და პეკინის მონოპოლიას იშვიათ მინერალებზე.