2021 წელს მექსიკამ 250 000 მიგრანტი დააკავა

 

მექსიკელმა სამართალდამცავებმა 2021 წლის იანვრიდან ნოემბრამდე 252 256 ადამიანი დააკავეს. ეს 2001 წლის შემდეგ მიგრანტების რეკორდული რაოდენობაა.

მექსიკაში დაკავებული მიგრანტების რაოდენობა 2017 წლიდან 2020 წლამდე მკვეთრად იზრდებოდა. 2020 წელს მათი რაოდენობა მხოლოდ 82 379 იყო. ამის მიზეზი კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად დაწესებული სასაზღვრო შეზღუდვებია.

ამ რიცხვებში მექსიკის მიგრაციის პრობლემა კარგად არ ჩანს, რადგან ათობით ათასი მიგრანტი ამერიკაში შესვლას ახერხებს ან წარუმატებელი მცდელობის შემთხვევაში მექსიკიდან უკან, სამშობლოში ბრუნდება.

2021 წელს მექსიკამ 101 571 მიგრანტი (საერთო რაოდენობის 40%) სამშობლოში გაგზავნა. ეს წინა წლების საშუალო მაჩვენებლის ნახევარია.

ამავე პერიოდში ქვეყნის ხელისუფლებამ 43 000 მიგრანტს ჰუმანიტარული ვიზა მისცა. მათი უმრავლესობა ჰაიტიდან, ჰონდურასიდან და ვენესუელიდან იყო.

მექსიკაში მიგრანტები ძირითადად ჩრდილოეთის სამკუთხედის ქვეყნებიდან - გვატემალა, ელ სალვადორი და ჰონდურასი - შედიან.

 

 

მსგავსი სიახლეები