2024 წელს ჩინეთმა რეკორდული რაოდენობის რუსული ნავთობი შეისყიდა

2024 წელს ჩინეთმა რუსეთიდან, 2023 წელთან შედარებით 1%-ით მეტი ნავთობი შეისყიდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

ამის შესახებ Reuters წერს.

ამავდროულად, ორშაბათს გამოქვეყნებულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ საუდის არაბეთიდან იმპორტი 9%-ით შემცირდა. ამის მიზეზი ის არის, რომ გადამამუშავებელი ქარხნები ცდილობდნენ იაფი რუსული ნავთობის შეისყიდონ.

ჩინეთის გენერალური საბაჟო ადმინისტრაციის მონაცემებით, რუსეთიდან, მილსადენებითა და საზღვაო გადაზიდვების ჩათვლით, შესყიდული ნავთობის მოცულობამ 108.5 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 2.17 მილიონი ბარელია დღეში.

საზღვაო გადაზიდვებით რუსული ნავთობის შესყიდვის ზრდა გამოიწვია როგორც დამოუკიდებელი გადამამუშავებლების, ისე მსხვილი სახელმწიფო ნავთობკომპანიების მოთხოვნამ, ასევე მთავრობის ბრძანებამ ნავთობის მარაგების შექმნის შესახებ.

საუდის არაბეთმა, ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) ყველაზე მსხვილმა მწარმოებელმა, ჩინეთს 78.64 მილიონი ტონა ნავთობი მიაწოდა, ანუ დაახლოებით 1.57 მილიონი ბარელი დღეში (2023 წელს - დღეში 1.72 მილიონი ბარელი).

ნედლი ნავთობის მთლიანი იმპორტი ჩინეთში, მსოფლიოში ნავთობის უმსხვილეს შემსყიდველ სახელმწიფოში, 1.9%-ით შემცირდა 2024 წელს, რაც პირველი წლიური კლებაა პანდემიის წლების მიღმა. ეს გამოწვეულია დაბალი ეკონომიკური ზრდითა და საწვავზე მოთხოვნის შემცირებით.

მალაიზიიდან, ირანული და ვენესუელური სანქცირებული ნავთობის ერთ-ერთი მთავარი სატრანზიტო ცენტრიდან, იმპორტი 28%-ით, 70.38 მილიონ ტონამდე გაიზარდა და მალაიზია ჩინეთში ნავთობის მესამე ყველაზე მსხვილი იმპორტიორია.

თითქმის მთელი ირანული ნავთობი, რომელსაც ჩინეთი ყიდულობს, დამოუკიდებელ გადამამუშავებლებთან მიდის.

დეკემბერში, ჩინეთმა თითქმის 290 ათასი ტონა ატიპიური ტვირთი შემოიტანა ვენესუელიდან. ამ ქვეყნიდან იმპორტის მთლიანმა მოცულობამ 2024 წელს 1.5 მილიონი ტონა, ანუ 30 ათასი ბარელი/დღეში შეადგინა.

მსგავსი სიახლეები