არგენტინამ უკრაინას შესაძლოა ორი რუსული ვერტმფრენი გადასცეს

არგენტინა რუსეთიდან შეძენილი ორი ვერტმფრენის, Mi-171E-ს უკრაინისთვის გადაცემის შესაძლებლობას განიხილავს.

ამის შესახებ Pucara Defensa წერს.

გამოცემის ცნობით, შესაბამის შეთანხმებას 10 დეკემბერს, ბუენოს აირესში, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდმირ ზელენსკის ვიზიტის დროს მიაღწიეს.

"ამჟამად მოლაპარაკებები შვეულმფრენებისთვის არგენტინული მხარის კომპენსაციის პირობებზე მიმდინარეობს." - წერს გადაცემა.

გამოცემის წყაროების თანახმად, შეერთებულმა შტატებმა არგენტინას შვეულმფრენების ღირებულების ანაზღაურება დანიიდან F-16-ის გამანადგურებლების შესყიდვის პირველი ტრანშის ნაწილის კომპენსირებით შესთავაზა.

შვეულმფრენები ამ დროისთვის ექსპლუატაციიდან გამოსულია.

მსგავსი სიახლეები