აშშ: რუსეთმა ჯერჯერობით ვერცერთი HIMARS ვერ გაანადგურა
აშშ-ს გაერთიანებული სარდლობის ხელმძღვანელის თქმით, რუსებმა ვერ მოახერხეს უკრაინისთვის გადაცემული ვერცერთი HIMARS-ის ტიპის დანადგარის განადგურება.
"დღეის მდგომარეობით უკრაინისთვის გადაცემული შორ დისტანციაზე მოქმედი რეაქტიული დანადგარების განადგურება რუსებმა ვერ მოახერხეს. ყოველ ჯერზე როცა მსგავს რამეს ვამბობ ხეზე ვაკაკუნებ, უკრაინელები ამ საარტილერიო დანადგარებს ეფექტურად იყენებენ",- განაცხადა მარკ მილიმ.
აშშ-ს გაერთიანებული სარდლობის ხელმძღვანელის თქმით, პრობლემას წარმოადგენს HIMARS-ებისთვის საჭირო საბრძოლო მასალების მარაგი, რომელთა წარმოებაც აშშ-ს ინდუსტრიული წარმოების მოცულობით არის შეზღუდული.
გასული კვირების განმავლობაში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ რამდენიმეჯერ გაავრცელა ცნობები, რომ მათ უკრაინისთვის გადაცემული HIMARS-ები გაანადგურეს.
აღნიშნული დანადგარები უკრაინისთვის გადაცემული ჯერჯერობით ტექნოლოგიურად ყველაზე მოწინავე და ეფექტური შეიარაღებააა.
უფრო მეტი უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბმულზე.