აშშ სომალიში სამხედრო მისიას დააბრუნებს

აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, სომალიში რამდენიმე ასეულ ამერიკელ სამხედროს განათავსებენ.

თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინის განცხადებით, ამერიკული სამხედრო მისიის მიზანი ტერორისტულ ორგანიზაცია აშ-შაბაბთან „უფრო ეფექტიანი ბრძოლის წარმოება“ იქნება.

გამოცემა New York Times-ის ინფორმაციით, ბაიდენმა ასევე დაამტკიცა გეგმა, რომელიც ტერორისტული როგანიზაციის ათეულობით ლიდერის ლიკვიდაციას ითვალისწინებს.

მანამდე სომალიში ამერიკული სამხედრო წარმომადგენლობის გამოყვანის შესახებ გადაწყვეტილება დონალდ ტრამპმა მიიღო.

2020 წლამდე აშშ-ს აფრიკულ ქვეყანაში 700 სპეციალური ოპერაციების ძალების მოსამსახურე ჰყავდა განთავსებული.

აშ-შაბაბი ბოლო დროს აფრიკის რქის რეგიონში თავდასხმები მნიშვნელოვნად გაახშირა.

ტერორისტული ორგანიზაცია ალ-კაიდას გლობალურ ქსელთან დაახლოებულად მოიაზრება.

 

მსგავსი სიახლეები