ავსტრიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
ავსტრიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კარინ კნაისლი „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა.
კნაისლი მინისტრის პოზიციაზე 2017-2019 წლებში მუშაობდა. ის მთავრობაში წინა სამთავრობო კოალიციის წევრმა, ულტრამემარჯვენე “თავისუფლების” პარტიამ წარადგინა.
თანამდებობის დატოვების შემდეგ ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი Russia Today-სთვის სტატიებს წერდა და რუსეთის აგრესიულ საგარეო პოლიტიკას იცავდა.
2018 წლის აგვისტოში კნაისლის ქორწილს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ესწრებოდა.