ბაღდადში ამერიკის საელჩოს თავს დაესხნენ
ბაღდადში ამერიკის საელჩოს ტერორისტები თავს დაესხნენ.
"საღამოს, ამერიკის საელჩოს ტერორირსტების დაესხნენ თავს, რომლებიც მიზნად ისახავდნენ ერაყის უსაფრთხოების, სუვერენიტეტის და საერთაშორისო პოზიციების დაკნინებას," - ნათქვამია ერაყში ამერიკის საელჩოს განცხადებაში.
განცხადებაში თავდასხმის დეტალებზე საუბარი არ არის.
Associated Press-ის ცნობით, ბაღდადში საელჩოს მწვანე ზონაში მინიმუმ ოთხი სარაკეტო თავდასხმა მოხდა, საიდანაც სამმა საელჩოს ტერიტორიაზე შეაღწია.
მოწმეებმა დაინახეს, რომ საელჩოს სარაკეტო თავდაცვის სისტემამ ეფექტურად იმუშავა.
ერაყში ამჟამად 2 500 ამერიკელი სამხედროა დისლორიცირებული.