ბოლო 24 საათში ლიკვიდირებულია 780 რუსი დამპყრობელი - უკრაინა

24 თებერვლიდან უკრაინასთან ომში 77 950 რუსი სამხედრო დაიღუპა, ბოლო 24 საათის განმავლობაში კი უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 780 რუსი ჯარისკაცი განადგურდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

რუსეთის ჯამური საბრძოლო დანაკარგები ასეთია:

  • ტანკები - 2801 (ბოლო 24 საათში +15);
  • ჯავშანტექნიკა - 5666 (+12);
  • საარტილერიო სისტემები - 1802 (+11);
  • ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები - 393 (+2);
  • საჰაერო თავდაცვის სისტემები - 205 (+2);
  • თვითმფრინავები - 278;
  • ვერტმფრენები - 260;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატები - 1483 (+7);
  • ფრთოსანი რაკეტები - 399;
  • გემები / ნავები - 16;
  • საავტომობილო ტექნიკა და ტანკერები - 4227 (+11);
  • სპეცტექნიკა - 159.

მსგავსი სიახლეები