ბრიტანეთი: რუსეთმა ვაგნერის მებრძოლები დონბასში გადაისროლა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში ომის სიტუაციური ანალიზი განაახლა.

4 აპრილისთვის, რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინის აღმოსავლეთით გადაჯგუფებას და რეორგანიზაციას განაგრძობენ.

რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებით, უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ მთავარ ამოცანას დონბასის რეგიონის ოკუპაცია წარმოადგენს.

რუსეთის არმიის ნაწილები, მათ შორის დაქირავებული მებრძოლები ვაგნერიდან და სხვა დაჯგუფებებიდან, დონბასში გადაისროლეს.

 

 

მსგავსი სიახლეები