ბრიტანეთი უკრაინას 20-ზე მეტ თვითმავალ ჰაუბიცას და 36 ჰაუბიცას გადასცემს

ბრიტანეთის მთავრობა უკრაინას მალე ახალ სამხედრო აღჭურვილობას გადასცემს, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, არტილერიას და უპილოტო საფრენ აპარატებს. შესაბამისი გადაწყვეტილება 21 ივლისს მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ბრიტანეთი უკრაინას შემდეგ შეიარაღებას გადასცემს:

  • 20-ზე მეტი თვითმავალი ჰაუბიცა M109;
  • 36 ჰაუბიცა L119;
  • 50 000-ზე მეტი საბჭოთა პერიოდის საარტილერიო საბრძოლო მასალა;
  • 1600-ზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო სისტემა;
  • რადიოლოკაციური სისტემები;
  • უპილოტო საფრენი აპარატები.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა თქვა, რომ გადაცემული აღჭურვილობის მასშტაბი და დიაპაზონი "ადასტურებს სამეფოს მტკიცე გადაწყვეტილებას" დაეხმაროს უკრაინას დაიცვას თავი რუსეთის უკანონო შემოჭრისგან.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ იარაღის ახალი პარტიის გაგზავნა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის მიერ კიევის მხარდასაჭერად გამოყოფილი 1 მილიარდი ფუნტის დახმარების ნაწილია.

მსგავსი სიახლეები