ბრიტანეთში ომიკრონ შტამით ინფიცირების ორი შემთხვევა დადასტურდა

 

გაერთიანებული სამეფო ადასტურებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ომიკრონ შტამით ინფიცირების ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მდივანმა საჯიდ ჯავიდმა განაცხადა.

"აღნიშნული ორი შემთხვევა სამხრეთ აფრიკაში მოგზაურობას უკავშირდება. ეს ადამიანები თვითიზოლაციაში არიან. ამავდროულად, მიმდინარეობს მათი კონტაქტების ტესტირება." - განაცხადა ჯავიდმა.

ბრიტანეთმა სამხრეთ აფრიკა, ნამიბია, ზიმბაბვე, ბოთსვანა, ლესოთო, მალავი, მოზამბიკა, ზამბია და ანგოლა "წითელ სიაში შეიყვანა" და ამ ქვეყნებიდან ფრენები დროებით შეაჩერა.

ბრიტანეთის და ირლანდიის მოქალაქეები, რომლებიც ბოლო 10 დღის განმავლობაში ამ ქვეყნებში იმყოფებოდნენ, 10 დღიან იზოლაციაში უნდა გადავიდნენ.

ჯავიდმა განაცხადა, რომ ქალაქ ნოტინგემსა და ჩელმსფორდში მასობრივი ტესტირება დაიწყება, რადგან აქ დაფიქსირდა ომიკრონ შტამით ინფიცირების შემთხვევები. 

ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ომიკრონს მაღალი რისკის ვარიანტი უწოდა. 

ჯანდაცვის ექსპერტები აცხადებენ, რომ ახალი ვარიანტი დელტა შტამზე საშიშია.

 

 

 

მსგავსი სიახლეები