გარდაიცვალა ოლეგ გორდიევსკი, გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჯაშუში

87 წლის ასაკში, ლონდონში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა ოლეგ გორდიევსკი - XX-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჯაშუში. 

საბჭოთა უშიშროების პოლკოვნიკი, გორდიევსკი თითქმის 15 წლის განმავლობაში კურირებდა დიდი ბრიტანეთისა და სკანდინავიის ქვეყნების დეპარტამენტს KGB-ის პირველ განყოფილებაში. 

დიდ ბრიტანეთში რეზიდენტად ჩასულმა გორდიევსკიმ იდეოლოგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე მალევე დაიწყო თანამშრომლობა MI-6-თან - ბრიტანეთის საგარეო დაზვერვა. გორდიევსკი ცნობილი იყო ფსვედონომით OVATION. 

გორდიევსკი სამეფო დაზვერვისთვის 11 წლის განმავლობაში ჯაშუშობდა - 1985 წელს უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელობაში რეზიდენტურის საქმიანობასთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდა და გორდიევსკი მოსკოვში გაიხმეს. 

ამავე წლის ზაფხულში ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურმა ფინეთის საზღვრის გავლით მოახერხა საკუთარი აგენტის საბჭოთა კავშირიდან გაყვანა. გორდიევსკი აგრძელებდა დასავლური სადაზვერვო სამსახურების კონსულტირებას. 

საბჭოთა კავშირში ჯაშუშს დაუსწრებლად დახვრეტა მიუსაჯეს, ხოლო თანამედროვე რუსეთში გორდიევსკის მოღალატედაა გამოცხადებული. 

საბჭოთა კოლეგები გორდიევსკის ახასიათებდნენ როგორც "გულისამრევ ტიპს" და "ნიჭიერ არამზადას."

დასავლეთში გორდიევსკი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა - მიიჩნეოდა, რომ გორდიევსკის როლი იყო ინსტრუმენტული საბჭოთა ხელმძღვანელობის ცნობიერებისა და აზროვნების მოდელის სწორად გაგებისთვის. 

გაერთიანებული სამეფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის გორდიევსკი 2007 წელს წმინდა მიხეილისა და გიორგის ორდენებით დააჯილდოვეს - დიდი ბრიტანეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო.

 

მსგავსი სიახლეები