ერდოღანი: სანამ საფრთხე იარსებებს, სირიაში ოპერაციას გავაგრძელებთ

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაციის განახლებას განიხილავს.

წლის დასაწყისში ერდოღანმა განაცხადა, რომ სირიელი ქურთების (YPG) წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის გაგრძელებას აპირებს.

ორი დღის წინ თურქეთის ლიდერი ირანის და რუსეთის პრეზიდენტებს ასტანის ფორმატის ფარგლებში შეხვდა.

ერდოღანმა ვლადიმირ პუტინს და ებრაჰიმ რაისის სირიის კამპანიაში მხარდაჭერა სთხოვა.

ანკარა YPG-ს ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს და თურქეთის ქურთისტანის მუშათა პარტიასთან (PKK) თანამშრომლობაში სდებს ბრალს.

YPG-ი ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში აშშ-ს ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე იყო.

2019 წელს თურქეთმა სირიელი ქურთების წინააღმდეგ ოპერაცია მშვიდობის გაზაფხული წამოიწყო.

ოპერაციის მიზანი თურქეთის საზღვრიდან სირიის სიღრმეში 32 კილომეტრიანი ბუფერული ზონის შექმნა იყო.

 

მსგავსი სიახლეები