ერდოღანმა მიწისძვრის შემდეგ მაშველების დაგვიანებული მოქმედებისთვის ბოდიში მოიხადა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თებერვალში, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში მომხდარი სასიკვდილო მიწისძვრების სერიის შემდეგ, მაშველების დაგვიანებული მოქმედებისთვის ბოდიში მოიხადა.

"მიწისძვრების და უამინდობის დამანგრეველი შედეგების გამო, ისევე როგორც დაზიანებული ინფრასტრუქტურით გამოწვეული სირთულეების გამო, პირველ დღეებში ჩვენ ისე ვერ ვიმუშავეთ, როგორც ვისურვებდით", - თქვა ერდოღანმა ადიამანის პროვინციაში, მიწისძვრის ეპიცენტრთან ახლოს ვიზიტისას.

"ამისთვის ბოდიშს ვიხდი", - აღნიშნა მან.

6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რამაც 40 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

თურქეთის პრეზიდენტი ოპოზიციის მწვავე კრიტიკის ქვეშ მოექცა, რამდენიმე პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ქვეყანა ამ მასშტაბის სტიქიური უბედურების შედეგებთან გასამკლავებლად მოუმზადებელი იყო.

წელს, მაისსა და ივნისში, თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს და მიწისძვრაზე მთავრობის რეაგირება, სავარაუდოდ, არჩევნებზე საკვანძო საკითხი იქნება.

მზარდი კრიტიკული განწყობის ნიშანია, რომ თურქეთში შაბათ-კვირაშ ჩატარებულ რამდენიმე საფეხბურთო მატჩზე, სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივრები მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ.

მსგავსი სიახლეები