ერმაკი: უკრაინამ პოლონური ტანკები მიიღო

უკრაინამ პოლონური ტანკები PT-91 Twardy მიიღო. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრეი ერმაკმა Telegram-ზე 25 ივლისს განაცხადა.

"PT-91 Twardy პოლონეთიდან უკვე უკრაინაშია. მადლობა ჩვენს მეგობრებს", - დაწერა მან.

Defense Express აღნიშნავს, რომ PT-91 Twardy არის საბჭოთა T-72-ის პოლონური მოდიფიკაცია.  

რამდენი ტანკი გადაეცა უკრაინას უცნობია. 

გაზაფხულზე პოლონეთმა უკრაინას T-72-ები გადასცა, განუცხადა პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელმა პაველ სოლოხმა აპრილში Polsat News-ს. მან არ დაასახელა გადაცემული ტანკების კონკრეტული რაოდენობა, მაგრამ განაცხადა, რომ ეს არის "მნიშვნელოვანი რაიოდენობა".

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ სამხრეთ კორეიდან 180 ტანკის K2 Black Panther-ის და 48 საბრძოლო თვითმფრინავის FA-50-ის შეძენას გეგმავენ. გარდა ამისა, პოლონეთი 250 ახალ ტანკ Abrams აშშ-სგან ყიდულობს.

 

მსგავსი სიახლეები