ევროკავშირმა მოლდოვის დახმარების €1.8 მილიარდი მოცულობის გეგმა დაამტკიცა
მოლდოვის ეკონომიკური ზრდისა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დასახმარებლად ევროკავშირმა ქვეყნის ეკონომიკური დახმარების 1.8 მილიარდი ევროს მოცულობის გეგმა დაამტკიცა.
ევროკომისიის გადაწყვეტილების პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ დახმარება 2025-2027 წლებზეა გათვლილი და მოლდოვის დამოუკიდებლობის შემდეგ ქვეყნისთვის გამოყოფილი დახმარების უმსხვილეს პაკეტს წარმოადგენს.
გეგმა სამ მთავარი მიმართულებით არის განსაზღვრული: ფინანსური, ევროკავშირის ერთიან ბაზარზე წვდომის გაზრდა და სოციო-ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერა.
ფინანსური სექტორის მხარდაჭერა ითვალისწინებს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერას, ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და სუბსიდიებს, ასევე ქვეყნის სამედიცინო სექტორის განვითარების მხარდაჭეას, ინტერნეტის გავრცელებას და 25 ათასამდე, მათ შორის მცირე ბიზნესის მხარდაჭერას.
ევროკავშირის ერთიან ეკონომიკურ ბაზარზე წვდომა ითვალისწინებს მოლდოვის ინტეგრრაციას არსებულ მომარაგების ჯაჭვებში, ვაჭრობისა და პროდუქციის ტრანსპორტირების გამარტივებას, ინტეგრაციას ევროკავშირის ენერგეტიკულ ბაზარზე.
სოციო-ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერა ითვალისწინებს სოციალური კაპიტალის, სამართლიანი კონკურენციის, უნარების ამაღლების და კადრების გადამზადების სხვადასხვა პროგრამებს.