ევროკავშირმა Pfizer-ის ვაქცინის 100 მილიონი დოზა შეუკვეთა
ევროკავშირმა Pfizer-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 100 მილიონი დოზა შეუკვეთა. ჯამში ევროკავშირი კომპანიისგან 600 მილიონ დოზას მიიღებს.
Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ალბერტ ბურლამ განაცხადა, რომ კომპანიამ ვირუსთან ბრძოლის ყველა ეტაპზე დროულად მიაწოდა ვაქცინა ევროკავშირს. Pfizer ევროკავშირს ვაქცინის 250 მილიონ დოზას მეორე კვარტალში მიაწოდებს.
ვაქცინის 600 მილიონი დოზა ევროკავშირის მოსახლეობის ⅔-ს უზრუნველყოფს.
გარდა ამისა, წინა კვირაში ევროკომისიამ განაცხადა, რომ კომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები 2021-23 წლებში 1.8 მილიარდი ვაქცინის დოზის შეძენაზე.