ევროკავშირში თავშესაფრის მთხოვნელი ქართველების რაოდენობა გაიზარდა

ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის (EUROSTAT) განახლებული მონაცემებით, 2022 წლის პირველ ექვს თვეში ევროკავშირსა და შენგენის ზონის ქვეყნებში 11 850 ქართველმა ითხოვა თავშესაფარი.
 
შედარებისთვის, მთლიანი 2021 წლის განმავლობაში ევროკავშირში თავშესაფარი 14 970-მა ადამიანმა ითხოვა.
 
საქართველოდან ევროკავშირში თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი პანდემიამდე სწრაფად იზრდებოდა. თუ 2016 წელს შენგენის ზონაში თავშესაფარი 8 775-მა ქართველმა ითხოვა, 2019 წლისთვის ეს მაჩვენებელი 22 765-მდე გაიზარდა.
 
2022 წელს ქართველების უმეტესობამ თავშესაფარი გერმანიაში (3845 განაცხადი), საფრანგეთსა (3425) და იტალიაში (1425) ითხოვა.

 

მსგავსი სიახლეები