ევროპაში გაზის ექსპორტით რუსეთის შემოსავალი გაორმაგდა და 2022 წელს $100 მილიარდს მიაღწევს
ევროპის ქვეყნებისთვის გაზის მიყიდვით რუსეთის შემოსავალი 2022 წლის ბოლოსთვის 100 მილიარდ დოლარს მიაღწევს. ინფორმაცია 19 მაისს ფრანგულმა გაზეთმა Les Echos გაავრცელა ამერიკულ ფინანსურ ჯგუფზე, Citigroup-ზე დაყრდნობით.
Citigroup-ის თანახმად, ენერგორესურსების გაძვირების გამო, 2022 წელს რუსეთის საპროგნოზო შემოსავლები გაზის ექსპორტით თითქმის გაორმაგდება. "ეს იმის მიუხედავად, რომ 2021 წელს საწვავის ფასები უკვე მაღალი იყო", - აღნიშნავს გამოცემა.
გაზეთმა შეკითხვა დაუსვა პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის პროფესორს, ტიერი ბროსის, რომელმაც განაცხადა, რომ სანქციებისა და ემბარგოს დაწესების დაპირებების მიუხედავად, ევროკავშირის ქვეყნები გაზპრომს ყოველდღიურად 200 მილიონ დოლარს უხდიან.
ენერგეტიკული დამოუკიდებლობის დეტალური გეგმის მიხედვით, რომელიც ევროკომისიამ 18 მაისს წარადგინა, ევროკავშირის ქვეყნებმა 2027 წლისთვის უარი უნდა თქვან რუსულ ნავთობისა და გაზზე.