ფედერალურმა რეზერვმა საპროცენტო განაკვეთი 0,75 პროცენტული პუნქტით გაზარდა

აშშ-ს ფედერალურმა რეზერვმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის კიდევ 0,75 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

„სურათი ნათელია. შრომის ბაზარი გაჯერებულია, ინფლაცია ძალიან მაღალია“, - განაცხადა ფედერალური რეზერვის სისტემის თავჯდომარე ჯერომ პაუელმა.

პაუელის განცხადებით, Fed-ის მთავარ ამოცანად კვლავ ინფლაციის სამიზნე, ორპროცენტიან ნიშნულამდე დაბრუნება წარმოადგენს.

ივნისში აშშ-ში ფასები წინა წელთან შედარებით 9.1 პროცენტით გაიზარდა, რაც 1981 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს.

ანალიტიკოსების აზრით, აშშ-ს მონეტარული პოლიტიკის განმსაზღვრელ ორგანოს ბალანსის დაცვა უწევს - მოთოკოს ინფლაცია ისე, რომ არ გამოიწვიოს ეკონომიკის რეცესია.

 

მსგავსი სიახლეები