ფედერალური რეზერვი: მაღალი ინფლაციის შესაკავებლად საპროცენტო განაკვეთის ზრდას გავაგრძელებთ
ნფლაციის მაღალი მაჩვენებლის თავიდან ასარიდებლად აშშ-ს ფედერალური რეზერვი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გაგრძელებაზე შეთანხმდა.
Fed-ის მაღალჩინოსნებმა ივლისში საპროცენტო განაკვეთის 50 ან 75 საბაზო პუნქტით გაზრდას დაუჭირეს მხარი.
შეხვედრის პროტოკოლის თანახმად, ფედერალური რეზერვში პრიორიტეტად ინფლაციის მაჩვენებლის მიზნობრივ, 2 პროცენტამდე დაბრუნება მიიჩნიეს.
გასულ თვეში აშშ-ს მთავარმა საბანკო ორგანომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 75 საბაზო პუნქტით - 1.75 პროცენტამდე - გაამკაცრა, რაც 1994 წლის შემდეგ ყველაზე სწრაფ მატებას წარმოადგენს.
Fed-ის თავმჯდომარე ჯერომ პაუელმა შემდეგ სხდომაზე მსგავსი ნაბიჯის განმეორება არ გამორიცხა.
მაისის თვეში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ამერიკაში ფასები 6.3 პროცენტით გაიზარდა, რაც მიზნობრივ მაჩვენებელს (2 %) მნიშვნელოვნად აღემატება.
პაუელი აღიარებს, რომ ინფლაციის შეკავება შრომის ბაზარზე დასაქმების მაღალი მაჩვენებლის შენარჩუნებასთან ერთად „გამოწვევა“ იქნება.