ფინეთის პრეზიდენტი: ნატოში გაწევრიანება ჩვენთვის მომგებიანი იქნება
ფინეთის პრეზიდენტმა ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ქვეყნის ნატოში გაწევრიანების საკითხზე ისაუბრა.
საული ნიინისტეს თქმით, ნატოში გაწევრიანების ყველაზე მნიშვნელოვანი დადებითი ეფექტი პრევენციული იქნებოდა, მაგრამ ამავდროულად, ეს ატარებს რუსეთისგან გართულებული რეაქციის რისკსაც, მათ შორის ჰიბრიდული ომის კუთხითაც.
ფინეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ ნატოში გაწევრიანება რუსეთთან საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე გართულებას და გარკვეულ ესკალაციას გამოიწვევდა და მიუხედავად ამისა - "ნატოში გაწევრიანების დადებითი ეფექტი გადაწონიდა შესაძლო გართულებებს და ყველაზე მნიშვნელოვანია გამოსავლის პოვნა იმისთვის, რომ გაიზარდოს ფინეთის უსაფრთხოება".
ნიინისტეს თქმით, უსაფრთხო გარემო იქნება ის, რომელშიც ფინელები არ იგრძნობენ განგაშს და არ იქნება განგაშის საფუძველი:
"მხოლოდ ნატოში გაწევრიანება უზრუნველყოფდა ადეკვატურ და შესაბამის უსაფრთხოების გარანტიებს".
ფინეთში ნატოში გაწევრიანების საკითხის განხილვა განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში გააქტიურდა. ამ მიმართულებებით საზოგადოებრივი განწყობების ცვლილებები ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში დაიწყო.
ფინეთში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევით, ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას მხარს მოსახლეობის 62% უჭერს, რაც ისტორიულად ყველაზე მაჩვენებელია.