FT: შავ ზღვაში უკრაინის გააქტიურება საფრთხეს უქმნის რუსეთის ნავთობის ექსპორტს
შავი ზღვის აკვატორიაში უკრაინის საზღვაო ძალების კუთვნილი საზღვაო დრონების გააქტიურებისა და რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო და კომერციულ გემებზე წარმატებული შეტევები საფრთხეს უქმნის რუსეთის ნავთობის ექსპორტს.
ამის შესახებ Financial Times-ის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაშია საუბარი.
პუბლიკაციის ავტორები ხაზს უსვამენ უკრაინის საზღვაო დრონების შეტევას ნოვოროსიისკის პორტზე, რომელიც სანავთობო ექსპორტის კუთხით რუსეთის მთავარი პორტია.
ამ პორტიდან ყოველდღიურად ექსპორტზე გადის დაახლოებით 600 ათასი ბარელი. გარდა ამისა სწორედ ნოვოროსიისკიდან ხდება ყაზახური ნავთობის ექსპორტიც, რომელიც ადგილზე ტრანსკასპიური მისლადენიც ხვდება.
ჟურნალისტების თქმით, ნოვოროსიისკის პორტის სანავთობო ინფრასტრუქტურაზე შესაძლო შეტევამ შესაძლოა თეთრი სახლის უკმაყოფილება გამოიწვიოს.
პუბლიკაციის ავტორები აღნიშნავენ, რომ აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ბოლო თვეების განმავლობაში ცდილობს რუსული ნავთობი ბაზარზე შეინარჩუნოს, რათა პროდუქციის ფასი არ გაიზარდოს.
უფრო მეტი უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების შეტევებზე წაიკითხეთ ბმულზე.