გაზპრომბანკის ვიცე-პრეზინდეტმა რუსეთი დატოვა და უკრაინის მხარეს იბრძვის

რუსული გაზპრომბანკის ვიცე-პრეზიდენტმა რუსეთი დატოვა და უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალებში გაწევრიანდა. იგორ ვალაბუევი ჰყვება, რომ თვითონ უკრაინაში, ახტირკის რაიონში დაიბადა და ომის პერიოდში აქ იმყოფებოდნენ მისი ოჯახის წევრებიც. 

ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Insider ავრცელებს. 

"სულ რამდენიმე დღის განმავლობაში გადაწყვიტე, რომ რუსეთში ცხოვრება აღარ შემეძლო. იმიტომ, რომ რუსები კლავდნენ მამაჩემს, ჩემს ნაცნობებს, ახლობლებსა და მეგობრებს. მამაჩემი ერთი თვე სარდაფში ცხოვრობდა. მე ჩემი ბავშვობის ნაცნობები მწერდნენ, რომ ჩემ გამო რცხვენოდათ. მე ავკრიფე ჩემი ნივთები და 2 მარტს დავტოვე რუსეთი",- ამბობს ვალაბუევი. 

მისივე თქმით, ბოლო 6 წლის განმავლობაში ის გაზპრომბანკში მუშაობდა, ხოლო მანამდე 9 წლის განმავლობაში უშუალოდ გაზპრომში, სადაც პრესსამსახურის ერთ-ერთი ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა. 

ვალაბუევი რუსეთის მიერ დაწყებულ ომს სამხედრო დანაშაულს უწოდებს.

"ეს არის პუტინის, რუსეთის ხელისუფლების და სინამდვილეში რუსი ხალხის მიერ ჩადენილი დანაშაული. იმიტომ, რომ უკრაინაში ხალხს კლავს არა პუტინი, უნიტაზებს იპარავს არა პუტინი, ქალებს აუპატიურებს არა პუტინი, არამედ რიგითი რუსი ჯარისკაცები. ამაზე გარკვეულ პასუხისმგებლობას მეც ვატარებ. მე უკრაინაში დავიბადე და აქ 18 წელი ვიცხოვრე, მაგრამ ზრდასრული ცხოვრება უმეტესად რუსეთში გავატარე. ამის გამო მთელი ცხოვრება შემცრხვება." - ამბობს ვალაბუევი. 

 

მსგავსი სიახლეები