გერმანიაში უკრაინული მარცვლეულით პირველი მატარებელი ჩავიდა, კიდევ სამი გზაშია
23 აგვისტოს ბალტიის ზღვის სანაპიროზე მდებარე გერმანიის ქალაქ როსტოკში უკრაინიდან მატარებელი 120 ტონა საკვები სიმინდით ჩავიდა. ამის შესახებ ადგილობრივი მარცვლეულის პორტის მენეჯერმა იაკოვ ლიუბიგამ განაცხადა, იუწყება ადგილობრივი ტელეარხი NDR.
გერმანული მატარებელი, რომელიც 21 ვაგონისგან შედგებოდა, 5-8 დღის განმავლობაში გადაადგილდებოდა. ამ შემადგენლობას კიდევ სამი მატარებელი მიჰყვება.
შარშანდელი მოსავლის სიმინდი დასავლეთ უკრაინიდან გაიტანეს, ხოლო პოლონეთის საზღვარზე ის მატარებელში გადაიტვირთა.
გერმანიიდან სად წავა უკრაინული მარცვლეული, ჯერჯერობით უცნობია.