ГУР: ოკუპირებულ ყირიმში რუსული Калибр-ის რაკეტები განადგურდა
უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ცნობით, ოკუპირებული ყირიმში რუსული რაკეტები გაანადგურდა.
ამის შესახებ უწყების ოფიციალურ ტელეგრამ არხშია ნათქვამი.
უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ რაკეტები ტრანსპორტირების დროს ქალაქ ჯანკოეს მახლობლად ერთ-ერთ სარკინიგზო კვანძზე გაანადგურდა. ამასთანავე უწყება არაფერს წერს აფეთქების მიზეზებსა და არ იღებს პასუხისმგებლობას შემთხვევაზე.
კონტექსტი
ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე აფეთქებების სერიის შესახებ ცნობები რამდენიმე საათის წინ გავრცელდა, ვრცელდებოდა ფოტო და ვიდეო მასალა. ზოგიერთ ვიდეოში თვითმხილველები რკინიგზაზე მომხდარ აფეთქებებზე საუბრობენ.
რუსულ Z-ბლოგერები დრონებით თავდასხმაზე წერენ, მოსალოდნელია, რომ აფეთქებების ნაწილი საჰაერო თავდაცვის სისმტების მუშაობით იყო განპირობებული.
ჩვკ ვაგნერთან დაკავშირებული ერთ-ერთი ტელეგრამ არხი წერს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემამ შეძლო რამდენიმე დრონის ჩამოგდება, თუმცა მინიმუმ 2 უპილოტო აპარატმა მიზანს მიაღწია.