ჰარისი: მტკიცედ დავუჭერ მხარს უკრაინას და მოკავშირეებს ნატოში
კამალა ჰარისის თქმით, გაპრეზიდენტების შემთხვევაში ის მტკიცედ დაუჭერს მხარს უკრაინას და ნატოელ მოკავშირეებს.
ამის აშშ-ს მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტმა დემოკრატიული პარტიის კონვენციაზე დასკვნითი გამოსვლის დროს განაცხადა, რომელზეც ოფიციალურად მიიღო პარტიის საპრეზიდენტო ნომინაცია.
ჰარისმა განაცხადა, რომ ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე გააფრთხილა ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის საფრთხის შესახებ - მაღალი ალბათობთ, ჰარისი აქ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას გულისხმობდა, რომელიც 2022 წლის 19 თებერვალს გაიმართა.
გარდა ამისა, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ის მონაწილეობდა აშშ-ს დიპლომატიური პასუხის ჩამოყალიბებაში - აქ ჰარისი მაღალი ალბათობით, მიმდინარე წლის ივნისში უკრაინის ორგანიზულ ე.წ. მშვიდობის ფორმულის სამიტს გულისხმობდა, ვაშინგტონს სამიტზე სწორედ ვიცე-პრეზიდენტი წარმოადგენდა.
"მე როგორც პრეზიდენტი მტკიცედ ვიდგები უკრაინისა ნატოში ჩვენი მოკავშირეების გვერდით"- განაცხადა კამალა ჰარისმა.