ჰეზბოლას ბლოკმა ლიბანის პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა

კვირას გამართულ არჩევნებში ჰეზბოლამ და მისმა მოკავშირეებმა საპარლამენტო უმრავლესობა დაკარგეს.

სააგენტო Reuters-ის მონაცემებით, ჰეზბოლას ბლოკმა 62 მანდატი მოიპოვა, მაშინ, როცა წინა პარლამენტში 71 მანდატს აკონტროლებდნენ.

შიიტური პოლიტიკური და სამხედრო გაერთიანების პარტნიორებმა მხარდაჭერა მთელი ლიბანის მასშტაბით დაკარგეს.

ჰეზბოლას მთავარმა მოკავშირემ, თავისუფალი პატრიოტების მოძრაობამ 18 მანდატი მოიპოვა და ქვეყანაში მთავარი ქრისტიანული პოლიტიკური ძალის სტატუსი დაკარგა.

ლიბანური ძალების პარტია, რომელსაც მხარს საუდის არაბეთი და აშშ უჭერენ, 20 მანდატით ყველაზე მსხვილი ქრისტიანული დაჯგუფება გახდა.

არჩევნებში მარცხი განიცადეს ჰეზბოლასთან დაახლოებულმა დრუზების ლიდერმა ტალალ არსლანმა და სუნიტმა ფაისალ ქარამმა.

მათ საპარლამენტო მანდატების დათმობა ანტი-ისტებლიშმენტურ, დამოუკიდებელ კანდიდატებთან მოუწიათ.

ჯამში პარლამენტში 16 დამოუკიდებელი, რეფორმისტი პოლიტიკოსი მოხვდა, მაშინ, როცა 2018 წელს არჩევნებში მანდატი მხოლოდ ერთმა უპარტიო კანდიდატმა მოიპოვა.

 

 

მსგავსი სიახლეები