ისლამურმა სახელმწიფომ ავღანეთში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო
სამხრეთ ავღანეთში მომხდარ ტერაქტზე, რომელსაც 47 ადამიანი ემსხვერპლა, პასუხისმგებლობა ხორასანის ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. სუნიტურმა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ განცხადება სოციალურ მედიაში გაავრცელა.
თავდამსხმელებმა შიიტური მეჩეთის მცველები მოკლეს, ხოლო შემდეგ ერთ-ერთმა მათგანმა მეჩეთში აიფეთქა თავი, მეორემ კი მეჩეთის შესაშვლელში.
თალიბანი აცხადებს, რომ ტერაქტს 47 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, თუმცა, ადგილობრივი მედიის ცნობით, 63 ადამიანი დაიღუპა.
პარასკევს მომხდარი აფეთქება 1 კვირით ადრე კუნდუზში, შიიტურ მეჩეთში მომხდარ ტერაქტს მოჰყვა, რომელსაც 40 ადამიანი ემსხვერპლა.
ხორასანის ისლამურმა სახელმწიფოს გააქტიურება თალიბანისთვის ფუნდამენტურ საფრთხედ მიიჩნევა. თალიბებმა შიიტური მეჩეთების დასაცავად უსაფრთხოების ზომების გამკაცრების პირობა დადეს.