ისრაელის არმიის მეთაური მაროკოში ჩავიდა

ისრაელის არმიის მეთაური ავივ კოჰავი მაროკოში ჩავიდა.

დასავლეთაფრიკულ ქვეყანასთან ურთიერთობების დამყარების შემდეგ ეს ისრაელის სამხედრო მაღალჩინოსნის პირველი ვიზიტია.

კოჰავი სამეფოს თავდაცვის მაღალჩინოსნებთან, მათ შორის თავდაცვის მინისტრთან და არმიის შეფთან შეხვედრას აპირებს.

მაროკომ ისრაელთან ურთიერთობები 2000 წელს გაწყვიტა, რაც პალესტინაში მეორე ინთიფადის წამოწყებას მოჰყვა.

ორმა ქვეყანამ ურთიერთობები 2020 წელს აშშ-ს შუამავლობით დადებული აბრაამის შეთანხმების შედეგად აღადგინა.

შეთანხმების ფარგლებში ვაშინგტონმა დასავლეთ საჰარის ტერიტორიაზე მაროკოს სუვერენიტეტი აღიარა.

მას შემდეგ, ისრაელმა და მაროკომ სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმებს მოაწერეს ხელი.

გასულ წელს სამეფოს ვიზიტით ისრაელის თავდაცვის მინისტრი ბენი განცი ეწვია, რომელმაც რაბატთან სამხედრო ტექნოლოგიების ექსპორტის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა.

ივნისში მაროკოში გამართულ ყოველწლიურ წვრთნას აფრიკის ლომი ისრაელის სამხედრო დამკვირვებლებიც ესწრებოდნენ. 

 

 

მსგავსი სიახლეები