Кавказ.Реалии: კრასნოდარელმა გვარდიელებმა ომში ხელახლა წასვლაზე უარი თქვეს

რუსეთის გვარდიის სამხედროები კრასნოდარიდან, რომლებიც თებერვალ-აპრილში უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობდნენ, საომარ მოქმედებებში ხელახლა მონაწილეობაზე უარს ამბობენ. ამის შესახებ ინფორმაციას  30 მაისს "Кавказ.Реалии" ავრცელებს.

კრასნოდარის მხარეში რუსეთის გვარდიის მთავარი დირექტორატის ჟურნალისტებს თანამოსაუბრეებმა, ისევე როგორც ერთ-ერთმა სამხედრომ, განუცხადეს, რომ მიზეზი ანაზღაურების სიმცირე იყო: "აღმოჩნდა ბევრად ნაკლებს იხდიან, ვიდრე პროპაგანდისტული მედია ამბობს".

"სულ ახლახან ჩაირიცხა იქ ყოფნის მეორე თვის ხელფასი და თუ პირველ თვეში 100 ათასი გადაიხადეს, ახლა უკვე - 50. ხელმძღვანელობამ ეს დოლარის კურსის დაცემით ახსნა. ხელფასი გამოითვლება ბრძოლაში ყოფნის დღეში დაახლოებით 50 დოლარიდან, მაგრამ გამოთვლა რუბლებში რუსული გაცვლითი კურსით ხდება", - განმარტა ერთ-ერთმა მედია წყარომ.

ჟურნალისტის თანამოსაუბრის თქმით, მის რაზმში საპენსიო ასაკის ხუთმა თანამშრომელმა შეიტანა განცხადება პენსიაზე გასვლის შესახებ და კიდევ ხუთმა წევრმა სხვა მიზეზით თქვა უკრაინაში ბრძოლაზე უარი.

მარტში რუსეთში დოლარის ოფიციალური კურსი 120 რუბლი იყო, აპრილში - 56 რუბლი.

მსგავსი სიახლეები