ხორვატია უკრაინისთვის 14 Mi-8-ს გადაცემას გეგმავს

ხორვატია უკრაინისთვის 14 Mi-8-ს ტიპის ვერტმფრენის გადაცემას გეგმავს. ისინი ხორვატიის არმიის შეიარაღებიდან ამოღებულია.

ამ ინფორმაციას Jutarnji list საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა იუწყება, რომ ხორვატიის შეიარაღებული ძალებიდან თორმეტი Mi-8MTV-1 და ორი Mi-8T ამოიღეს.

შვეულმფრენების სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები ველიკა გორიცაში, საავიაციო-ტექნიკური ცენტრის ბაზაზე მიმდინარეობს.

გამოცემა ვარაუდობს, რომ აღჭურვილობა ტრანსპორტირებისთვის მზად დაახლოებით ათ დღეში იქნება. ჟურნალისტების ინფორმაციით, შვიდი ვერტმფრენი ნაწილობრივ შეკეთდება და სახმელეთო გზით გადაიტანენ, დანარჩენი შვიდი კი პოლონეთში გაფრინდება.

ხორვატიის ხელისუფლებამ ოფიციალურად არ დაადასტურა ინფორმაცია Mi-8-ების გაგზავნის შესახებ, რადგანაც უკრაინისადმი ხორვატიის სამხედრო დახმარება გასაიდუმლოებულია.

მსგავსი სიახლეები