კორუფციაში ეჭვმიტანილი ავსტრიის კანცლერი თანამდებობიდან გადადგა
ავსტრიის კანცლერი სებასტიან კურცი, რომელიც კორუფციასა და სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაშია ეჭვმიტანილი, 9 ოქტომბერს თანამდებობიდან გადადგა.
კონსერვატორ პოლიტიკოსს ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, ალექსანდერ შალენბერგი ჩაანაცვლებს.
კურცი პარლამენტის წევრად გააგრძელებს მუშაობას და ავსტრიის სახალხო პარტიის თავმჯდომარედ დარჩება.
35 წლის ლიდერმა გამოსამშვიდობებელ ბრიფინგში განაცხადა, რომ მას პარლამენტის მიერ უნდობლობის გამოცხადება ელოდა და თანამდებობას დროზე ადრე „ქაოსის თავიდან ასარიდებლად“ დატოვა.
მაისში კურცის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო „იბიცას“ სახელით ცნობილ საქმეში ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით.
6 სექტემბერს ავსტრიელმა სამართალდამცავებმა კანცელარია და სხვა სამთავრობო შენობები გაჩხრიკეს - ამჯერად კურცი სახელმწიფო სახსრების საკუთარი პოლიტიკური კამპანიის დასაფინანსებლად გამოყენებაშია ეჭვმიტანილი.
უკვე ყოფილი კანცლერი აღიარებს, რომ პოლიტიკური კარიერის განმავლობაში „გარკვეული შეცდომები დაუშვა“, თუმცა ბრალეულობას უარყოფს.
მეტი იხილეთ: