კულება: ტრასის გადადგომის შემდეგ ბრიტანეთი უკრაინის მხარდაჭერას არ შეწყვეტს

ბრიტანეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი, პრემიერ-მინისტრის პოსტიდან ლიზ ტრასის გადადგომის მიუხედავად, არ შეიცვლება, დარწმუნებულია უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი კულება. ამის შესახებ მან 20 ოქტომბერს ეროვნული ტელემარათონის ეთერში განაცხადა.

ჟურნალისტებმა იკითხეს, იქნება თუ არა "შეფერხებები" უკრაინის მხარდაჭერაში დიდი ბრიტანეთიდან.

"შეფერხება შეიძლება მხოლოდ ელექტროენერგიის მიწოდებაში იყოს და მაშინაც კი, ჩვენ შეგვიძლია ამის თავიდან აცილება, თუ ამაზე ვიზრუნებთ. ბრიტანეთიდან მხარდაჭერა არ შეფერხდება. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დრამატული ამბავია ჩემთვის, როგორც ლიზის ყოფილი კოლეგისთვის - მე მას ვიცნობ, ის ძალიან ძლიერი და ამბიციური ლიდერია, მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ხდება ისეთი რამ, რაც ერთი წლის წინ უბრალოდ შეუძლებელი იყო", - განაცხადა მინისტრმა.

კონტექსტი

გუშინ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი თანამდებობიდან გადადგა.

ლიზ ტრასი გაერთიანებული სამეფოს პრემიერის პოსტზე ხანმოკლე ვადით - მხოლოდ 45 დღის განამვლობაში იმყოფებოდა.

თუკი გაინტერსებთ კრიზისი, რაც საფუძვლად დადო ლიზ თრასის გადადგომას, მაშინ შეგიძლიათ, ჩვენს მიერ მომზადებული ვიდეო იხილოთ.

მსგავსი სიახლეები