კურსკის გუბერნატორი: უკრაინა კურსკის ოლქის დასაპყრობად ემზადება
კურსკის ოლქის გუბერნატორის, რომან სტაროვოიტის განცხადებით, 17 მაისს, დილით, უკრაინის საზღვარზე მდებარე კურსკის სოფელი ალექსეევკა დაიბომბა. ამის შესახებ მან Telegram-ზე დაწერა.
"დღეს, დაახლოებით დილის ხუთ საათზე, გლუშკოვსკის რაიონის სასაზღვრო სოფელ ალექსეევკაზე დიდი კალიბრის იარაღით გაისროლეს", - წერს სტაროვოიტი.
მისი თქმით, დაზიანებულია სამი კერძო სახლი, ერთ-ერთთან გაჩერებული მანქანა, ასევე სკოლის შენობა. მსხვერპლი არ ყოფილა.
"დაბომბვა სწრაფად ჩაახშო ჩვენი მესაზღვრეების საპასუხო ცეცხლმა. ექსპერტები ადგილზე უკვე სწავლობენ შემთხვევის დეტალებს", - განაცხადა გუბერნატორმა.
"Московский комсомолец"-ის ცნობით, 16 მაისს სტაროვოიტმა ოპერატიული შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინა, შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით, "ახალი ტერიტორიების ხელში ჩასაგდებად ემზადებოდა", მათ შორის კურსკის რეგიონის.
მისი თქმით, "უკრაინელმა ნაცისტებმა 'დონეცკის სახალხო რესპუბლიკის' ტერიტორიაზე ერთ-ერთ სასწავლო ცენტრში დატოვეს შეერთებულ შტატებში შემუშავებული და ოდესაში დაბეჭდილი სახელმძღვანელო, რომელიც მოიცავდა "კონტრპარტიზანულ ოპერაციებს".
"არა პარტიზანული, არამედ კონტრპარტიზანული ოპერაციები", - აღნიშნა გუბერნატორმა.
მისი აზრით, ეს მოწმობს, რომ "აშშ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ამზადებდა უკრაინულ რაზმებს ახალი ტერიტორიების დასაკავებლად და ამ ტერიტორიებზე შესაძლო პარტიზანულ მოძრაობასთან საბრძოლველად."