მაკიივკაში განადგურდა რუსების ბაზა, სადაც 400-მდე რუსი სამხედრო იმყოფებოდა
2023 წლის 31 დეკემბრის ღამეს, "გამათბობელ მოწყობილობებთან უყურადღებო მოპყრობის, უსაფრთხოების ზომების უგულებელყოფის, დაუდგენელ ადგილას მოწევის" შედეგად, 400-მდე მობილიზებული რუსი სამხედრო დაიღუპა, რომლებიც დონეცკის ოლქის ქალაქ მაკიივკაში, ПТУ-19-ის შენობაში იმყოფებოდნენ.
ამ ინფორმაციას 1 იანვარს Telegram-ზე უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ავრცელებს.
გარდა ამისა, კიდევ 300-მდე ოკუპანტმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო.
Readovka წერს, რომ პროფესიული სასწავლებლის შენობაში რუსი სამხედროები იყვნენ განთავსებული. სასწავლებელი HIMARS-ის სარაკეტო სისტემით დაიბომბა, შენობა მძიმედ დაზიანდა, დაღუპული და დაჭრილი ოკუპანტების ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
უკრაინელმა სამხედრო ჟურნალისტმა, "1+1"-ის კორესპონდენტმა ანდრეი ცაპლიენკომ Telegram-ზე "მაკიივკაში ოკუპანტების საახალწლო საჩუქრის" ვიდეო გამოაქვეყნა. მასზე ნაჩვენებია HIMARS-დან რაკეტების გაშვება.