მექსიკაში 7.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
მექსიკაში მომხდარმა 7.0 მაგნიტუდის მიწისძვრამ შენობების დაზიანება გამოიწვია.
ამერიკის გეოლოგიური კვლევის ცენტრის თანახმად, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ აკაპულკოდან 16 კილომეტრის მანძილზე იყო
აკაპულკოში მიწისძვრამ მეწყრული პროცესები და სხვა სტიქიური უბედურებები გამოიწვია.
ჩილპანჩიგოს შტატის წითელი ჯვრის ორგანიზაციის ადგილობრივმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სერიოზული დაზიანებების შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ.
მექსიკის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მიწისძვრის შედეგად მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოებისთვის არცერთ ადამიანს არ მიუმართავს.