რონალდოს მაისური აუქციონზე გაიყიდება, შემოსული თანხა თურქეთში გადაირიცხება
თურქეთის ნაკრების ფეხბურთელი, მერიჰ დემირალი, საკუთარი კოლექციიდან კრისტიანო რონალდოს მიერ ნაცვამ და ხელმოწერილ მაისურს გაყიდის, ხოლო შემოსულ თანხას, თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულს გადაურიცხავს.
მერიჰ დემირალი და კრისტიანო რონალდო, წარსულში ტურინის "იუენტუსში" გუნდელები იყვნენ.
"ცოტა ხნის წინ ვესაუბრე კრისტიანო რონალდოს, ის ძალიან გულგატეხილია თურქეთში განვითარებული მოვლენებით. ვაპირებთ, რომ ჩემს კოლექციაში არსებული კრისტიანოს მაისურის, აუქციონზე გავიტანოთ,"- თურქმა ფეხბურთელმა, ეს განცხადება საკუთარ ტვიტერზე გამოაქვეყნა.
მერიჰ დემირალის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას, ტურინის "იუვენტუსის" მოქმედი ფეხბურთელი - ლეონარდო ბონუჩი გამოეხმაურა, იგი ყოფილ გუნდელს, საკუთარი მაისურის გადაცემას დაპირდა.
აუქციონიდან შემოსულ თანხას, თურქეთის ნაკრების ფეხბურთელი, ერთ-ერთ საქველმოქმედო ფონდში გადარიცხავს.