მილი: უკრაინას აქვს პოტენციალი ზამთარში ახალი იერიში წამოიწყოს
გენერალ მარკ მილის თქმით, დამდგარი ყინვების შემდეგ არსებობს ახალი იერიშის წამოწყების პოტენციალი.
ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა მარკ მილიმ Wall Street Journal-ის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე ადმირალ, ტონი რადაკინთან ისაუბრა.
მარკ მილის თქმით, ომის დაწყებიდან 10 თვის შემდეგ ნათელია, რომ პუტინი ყველა თავის ამოცანაში ტოტალური ჩავარდნა განიცადა. მილის თქმით, რუსეთი კვლავ იკავებს უკრაინის მოცულობით ტერიტორიას და მოსალოდნელია მძიმე ბრძოლები.
"ამ წუთისთვის ბრძოლის ველზე არსებული ვითარება ის არის, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვხედავთ ფრონტის ხაზების ერთგვარ სტაბილიზაციას, გარკვეული დროით მოქმედებების ინტენსივობა შემცირდება, მაგრამ ყინვების შედეგად არსებობს ახალი იერიშების წამოწყების პოტენციალი ორივე მხარისთვის", - განაცხადა მილიმ.
მილიმ და რადაკინმა ხაზი გაუსვეს რუსეთის სარაკეტო იერიშებს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და თქვეს, რომ ამ იერიშების მიზანი უკრაინელთა მორალის და საბრძოლო სულისკვეთების გატეხვაა.
სამხედროებმა ისაუბრა ინდოეთის და წყნარი ოკეანის აუზში არსებულ სამხედრო-პოლიტიკურ სურათზეც - მათი თქმით, უკრაინის წარმატებული წინააღმდეგობამ რეგიონის ლიდერებს დაანახა, რომ ნებისმიერი აგრესიული ქმედება შედარებით პატარა სახელმწიფოების მიმართ შესაძლოა ძვირი დაჯდეს.