ნაბიულინა: მომავალი ისეთი ნისლიანია როგორც არასდროს

რუსეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის რუსეთის მომავალი დღეს ისე გაურკვეველია როგორც არასდროს. 

ამის შესახებ ელვირა ნაბიულინამ ფინანსურ ფორუმ Finnopolis-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

პანელის სპიკერების წარდგენისას ელვირა ნაბიულინამ სერგეი შვეცოვის დამსახურებებზე ისაუბრა - "ის ყოველთვის იყო ჩვენი მთავარი ფუტურულოგი, მთავარი ვიზიონერი. მე არ ვიცნობ ადამიანს, რომელიც უფრო თქვენზე მეტ ახალ იდეას აგენერირებს და დღეს როდესაც მომავალი ისეთი ნისლიანია როგორც არასდროს, ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან გვაკლიხართ". 

სერგეი შვეცოვი წლების განმავლობაში ნაბიულინას მთავარი მრჩეველი და რუსეთის ცენტრალური ბანკის ერთ-ერთი ყველაზე გავლიანი ჩინოვნიკი იყო. შვეცოვი გაზაფხულზე ცენტრალური ბანკიდან წავიდა. 

ნოემბრის დასაწყისში ელვირა ნაბიულინა ამბობდა, რომ გლობალურ ეკონომიკაში ვითარება სწრაფად უარესდება და საჭიროა რუსეთის ეკონომიკის "სტრუქტურული ტრანსფორმაციის" დაჩქარება. 

ივლისში ელვირა ნაბიულინამ განაცხადა, რომ რუსეთის ეკონომიკური ვარდნა დროში უფრო გაწელილია და შესაძლოა მოსალოდნელზე ნაკლები იყოს. 

 

მსგავსი სიახლეები