ნავთობის ექსპორტით რუსეთის შემოსავალი 27%-ით შემცირდა
აპრილში რუსეთმა უფრო მეტი ნავთობის გაყიდა, ვიდრე 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ნებისმიერ თვეში. ნედლი ნავთობის თითქმის 80% ჩინეთმა და ინდოეთმა შეისყიდეს.
ამის შესახებ ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ანგარიშშია ნათქვამი, წერს Financial Times.
რუსული ნავთობის ექსპორტი აპრილში დღეში კიდევ 50 000 ბარელით გაიზარდა და უკრაინაში ინტერვენციის შემდგომ მაქსიმუმს, 8.3 მილიონ ბარელს მიაღწია, რაც ბევრად აღემატება 2022 წლის საშუალო მაჩვენებელს, რაც დღეში 7.7 მილიონი ბარელი იყო, 2021 წელს - 7.5 მილიონი ბარელი.
"ექსპორტის ზრდა ნიშნავს, რომ მოსკოვმა წარმატებით იპოვა ახალი შემსყიდველები, რადგან ევროპაში იმპორტი დაიბლოკა." - წერს გამოცემა
ევროკავშირი ახლა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტს განიხილავს. უკრაინაში აგრესიის დაწყების შემდეგ, ევროკავშირმა სანქციები 1473 რუს ფიზიკურ და 207 იურიდიულ პირს დაუწესა.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა 2022 წლის აპრილთან შედარებით მეტი ნავთობი გაყიდა, ნავთობის ექსპორტიდან მიღებული ყოველთვიური შემოსავალი 27%-ით ნაკლები იყო.